რეზონანსი
11.09.2023

კეზერაშვილი დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში, აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, ტელევიზიებს, ეს დაკავშირებულია გლობალური ომის პარტიის ინტერესებთან, მათ შორის ევროპელი პენსიონრების ძარცვა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში განაცხადა.

კობახიძის თქმით, რატომ ხდება ეს ყველაფერი, საზოგადოებისთვის სამსჯელო საკითხია.

„მართლა შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილი დღემდე სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში. ის ძარცვავს ევროპელ პენსიონრებს, სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებში და ამავდროულად, აფინანსებს საქართველოში, როგორც თავად აღიარა, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტელევიზიებს. ეს არის საზოგადოებისთვის სამსჯელო საკითხი. რატომ ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ გვგონია, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ დაკავშირებულია გლობალური ომის პარტიის ინტერესებთან. მათ შორის კონკრეტულად ევროპელი პენსიონერების ძარცვა არის გლობალური ომის პარტიის ინტერესებში", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ არ აქვს ევროკავშირს რეაგირება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.

„საზოგადოებამ იმსჯელოს, რატომ აძარცვინებენ ევროპელ პენსიონრებს და რატომ აფინანსებინებენ ქართულ ოპოზიციას ამ ნაძარცვი ფულით", - აღნიშნა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×