რეზონანსი
08.09.2023

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მოყოლილი მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ის მეშვიდე კლასელი იური გუჯაბიძეა.

ეზოში ჰქონდათ დამხმარე ნაგებობა, "კუხნას" რომ ეძახიან, იქ ეძინა ბავშვს. უცებ მოხდა ყველაფერი. ის დამხმარე ნაგებობა ჩაიტანა მეწყერმა. ტრაგედია ღამის 11 საათზე დატრიალდა.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს გურიაში მოსულმა უხვმა ნალექმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რამაც არაერთი სოფელი დააზარალა. ძლიერმა სტიქიამ კიდევ 2 ადამიანი შეიწირა. უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები. რეგიონში დაიტბორა სოფლები, დანგრეულია რამდენიმე სახლი, ასევე ჩახერგილია რამდენიმე ათეულ სოფელთან მისასვლელი გზა. სტიქიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება.

წყარო: „დაიჯესტი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×