რეზონანსი
08.09.2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მოსახლეობის ინფორმაციით, მდინარე მაგნაზე წყლის ნაკადი საგრძნობლად შემცირებულია. ადგილობრივები აღნიშნულს ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებენ.

სიტუაციის გასაცნობად ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა.

მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება. ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ამ საღამოს საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×