რეზონანსი
08.09.2023

საქართველოს ეროვნული არქივის განცხადებით, შენობა, რომელსაც ცეცხლი, გაუჩნდა ეროვნული არქივის საკუთრებაში იყო. როგორც „ინტერპრესნიუს" ეროვნულ არქივში განუცხადეს, აღნიშნული შენობა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ცალკე ნაგებობა იყო.

„შენობა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა საქართველოს ეროვნულ არქივს ეკუთვნოდა. აღნიშნული შენობა ეროვნული არქივის ეზოში მდებარე ცალკე შენობა იყო, სადაც ინახებოდა ნიტროფუძიანი ძველი კინოფირები. სხვა შენობას და საცავზე ცეცხლი არ გადასულა, არავინ დაზარალებულა. ის მასალა, რაც კინოფირებში იყო, ყველაფერი გაციფრულებულია დიდი ხნის წინ და არქივში ინახება",- აცხადებენ საქართველოს ეროვნულ არქივში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×