რეზონანსი
08.09.2023

საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ - გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გურიაში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

„საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ - გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა.

მთელი გულით ვიზიარებ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, მთელი საქართველოს გულისტკივილს.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები", - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთის სამძებრო სამუშაოები კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×