რეზონანსი
08.09.2023

სო­ფელ ჯუ­მათ­ში ნა­პოვ­ნი გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი თორ­ნი­კე ჩხარ­ტიშ­ვი­ლია. ის ჯუ­მა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის მე­ექ­ვსე კლა­სის მოს­წავ­ლე იყო.

რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის მა­მის მე­გო­ბა­რი ჰყვება, შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა ჩხარ­ტიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა და ისი­ნი საშ­ვე­ლად მე­ზობ­ლის სახ­ლში გა­და­დი­ოდ­ნენ.

„ჩემი მე­გობ­რის შვი­ლია, სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია, ვერც ვე­რა­ვის ვუ­კავ­შირ­დე­ბი, ერთი რაც ვიცი ის არის, რომ მათი სახ­ლი დგას ვე­ლის პი­რას, ჩა­მოწ­ვა მე­წყე­რი მათ სახ­ლთან და გა­მო­დი­ოდ­ნენ სახ­ლი­დან, მე­ზობ­ლის სახ­ლში გა­და­დი­ოდ­ნენ. მე­ზობ­ლის სახ­ლი უფრო მაღ­ლობ­ზე დგას და ამ დროს მა­მას ღვარ­ცოფ­მა ხე­ლი­დან გა­მოს­ტა­ცა ბავ­შვი და გა­ი­ტა­ცა. მას მერე ეძებ­დნენ და დღეს იპო­ვეს ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი. არაფ­რის თქმის თავი არ მაქვს, და­ხო­ცი­ლე­ბი ვართ ყვე­ლა, ეს რა მოხ­და" - ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

პა­რა­ლე­ლუ­რად გრძელ­დე­ბა ჯი­ხან­ჯირ­ში და­კარ­გუ­ლი არსრულ­წლოვ­ნის ძებ­ნა. ასე­ვე, სო­ფელ სი­ლა­ურ­ში სტი­ქი­ი­სას და­კარ­გულ ერთ მო­ქა­ლა­ქეს ეძე­ბენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მარ­თვის ცენ­ტრ 112-დან, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში 100-ზე მეტი შე­ტყო­ბი­ნე­ბაა შე­მო­სუ­ლი გუ­რი­ის და აჭა­რის რე­გი­ო­ნე­ბი­დან.

"გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში მო­სუ­ლი უხვი ნა­ლე­ქის გამო, ადი­დე­ბუ­ლია მდი­ნა­რე­ე­ბის კა­ლა­პო­ტე­ბი, ჩა­მო­წო­ლი­ლია მე­წყე­რი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, ხი­დე­ბი და სოფ­ლებ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზე­ბი.

სტი­ქი­ის ად­გი­ლებ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა და აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

მო­ვუ­წო­დებთ რე­გი­ონ­ში მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბას, თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან და და­ე­მორ­ჩი­ლონ ად­გილ­ზე მყოფ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­თი­თე­ბებს.

ამ დრო­ის­თვის, მაშ­ვე­ლე­ბის მიერ ძებ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სო­ფელ ჯუ­მათ­ში ნა­პოვ­ნია ერთი არას­რულ­წლოვ­ნის ცხე­და­რი, და­კარ­გუ­ლი 2 პი­რის მი­მართ კი, გრძელ­დე­ბა სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ 112-ის მიერ, გუ­რი­ის რე­გი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს ეგ­ზავ­ნე­ბათ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი." - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×