რეზონანსი
08.09.2023

არ მგონია, რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი კონსტიტუციის დარღვევით აპირებდეს თავისი საქმიანობის განხორციელებას, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სარჩელს უმრავლესობის ყველა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

„იმპიჩმენტის პროცედურა ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურაა. ეს არის საკანონმდებლო გზა, როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირი არღვევს კონსტიტუციას. ამიტომ ამას პოლარიზაცია-დეპოლარიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილმა პლატფორმამ დეპოლარიზაციას ხელი ვერ შეუწყო. არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ ის გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. როცა ამბობდა, ნაწილობრივ ევროპელი ვარო, ალბათ სწორედ ამას გულისხმობდა. არ მგონია, რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი კონსტიტუციის დარღვევით აპირებდეს თავისი საქმიანობის განხორციელებას. სახეზეა კონსტიტუციის ძალიან უხეში დარღვევა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ფაქტზე უნდა იმსჯელოს და დარღვევა დაადგინოს. სარჩელს არ გამოვიხმობთ. სარჩელს ხელი მოაწერა უმრავლესობის ყველა წევრმა, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ვანდობთ იმის განხილვას, ირღვევა თუ არა კონსტიტუცია", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×