რეზონანსი
08.09.2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეზობლის მკვლელობაში ბრალდებული 89 წლის კოლა გაბიტაშვილის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დამწვარია სახლის ორივე სართული და ყველა ნივთი განადგურებულია.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემოესმათ გარკვეული ხმაური და როდესაც გარეთ გავიდნენ, სახლი უკვე მთლიანად ცეცხლში იყო გახვეული. სახანძრო სამსახურის გამოძახების მიუხედავად, სახლის ან ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე მისული იყო პოლიციაც. 

ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი ჯერ არ არის, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს შურისძიების მოტივით იყოს ჩადენილი. რამდენიმე დღის წინ ბრალდებულის ოჯახს საკუთარმა შვილიშვილმა ფერმაც დაუწვა.

შეგახსენებთ, 89 წლის კოლა გაბიტაშვილმა 35 წლის მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. მიზეზი კი, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავა გახდა. 

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×