რეზონანსი
08.09.2023

ქართული ოცნების დეპუტატი, პოლიტსაბჭოს წევრი დიტო სამხარაძე სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ მიმართვას ეხმიანება:

“რომელ ხალხს მიმართავს ამირჩიეთო? მეორე ტური დაავიწყა გლობალური ომის პარტიამ? მისი ბანერები ჩამოვხსენით, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის ბანერები განვათავსეთ! ბატონი ბიძინას ხათრით მოდიოდა ხალხი არჩევნების მეორე ტურზე! ქართული ოცნება აირჩია ხალხმა და არა ზურაბიშვილი! 

ჩემზე უკეთესად ვინ იცის რა და როგორ იყო! ყველა შეხვედრა გავაუქმებინეთ მის შტაბს, რადგან ყველგან აგრესიას იწვევდა მისი საუბრით! ახლა ნაცების მესაკუთრემ ახალი დავალებები მისცა, სახელმწიფოებრივობა ფეხებზე დააკიდებინა და ცალ ფეხზე დგომით უპირებს, ისევ კონსტიტუციის დარღვევით, შემოატაროს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალოს! გაგამანქურთეს სალომე", - დაწერა სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×