რეზონანსი
08.09.2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მის მუნიციპალიტეტში ერთ მოზარდს ეძებენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მეწყერსაშიში ზონებიდან მოქალაქეები გამოჰყავთ.

„მთელი ღამის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი წვიმა იყო გუშინ, 21:00 საათზე რომ დაიწყო, არ გაჩერებულა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მაქსიმალურად იყვნენ გასულები. ყველგან მუშაობდნენ, მაგრამ ფიზიკურად უძლურები იყვნენ. მეწყერმა რამდენიმე სახლი ჩაიტანა. ამ ეტაპისთვის, ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო და ეს სახლი მიწაში დაიმარხა. ამ სახლის სხვა მცხოვრებლებმა გამოასწრეს, როგორც ვიცი. დილიდან ტექნიკა გავგზავნეთ, მაგრამ ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფია და ტალახი. 

ახლაც წვიმს, უბრალოდ ისე ძალიან აღარ, როგორც მთელი ღამე წვიმდა. ამ წუთისთვის, სხვა მოქალაქეებს არ ვეძებთ. 10-მდე სახლია დაზიანებული და ყველა მათგანიდან მოსახლეობა გამოსულია. გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს, ცუდი მდგომარეობაა ძალიან. მობილიზებულია ტექნიკა. ბევრ ადგილზე მეწყერსაშიში ზონებია. მეწყერს რას ვუზამთ, მაგრამ ვცდილობთ მოსახლეობა გამოვიყვანოთ“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×