რეზონანსი
08.09.2023

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაში - ურეკის, ლანჩხუთის, ოზურგეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. წყალმა დატბორა ნატანები-ურეკის გზაც, მანქანები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

ურეკში წყალმა დატბორა სახლების ეზოები და პირველი სართულებიც.

მეწყერი ჩამოწვა სოფელ გოგორეთში.  ადგილობრივი მედია ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენელის მოადგილე ზაზა ბაქანიძეს ამბობს, რომ ტექნიკის მისაყვანად, წვიმის გადაღებას ელოდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.

"ჯიხანჯირში ეძებენ მოზარდს, მე-4 კლასელი ბავშვია დაკარგული, სახლი ჩაიტანა მეწყერმა. დაახლოებით 10 სახლია მუნიციპალიტეტში მეწყერიდან ჩატანილი და დანგრეული. დანარჩენზე ინფორმაციას მოგაწვდით.

მთელი ღამე წვიმა არ გაჩერებულა, ახლაც წვიმს.

მეწყერი ძალიან ბევრ ადგილზეა ჩამოწოლილი. ტექნიკის მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ დაიწყოს წმენდა. რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია წმენდა. ცენტრალური გზები და შიდა სასოფლო გზები, ბევრ ადგილზეა მეწყერი ჩამოწოლილი," - აცხადებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×