რეზონანსი
07.09.2023

„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ნიკანორ მელიას დაკავება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება კანონიერად მიიჩნია.

როგორ ქადაგიძე წერს, სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ნიკა მელიას პოლიტიკური კრახია, უმეტესად ეს არის მელიასთვის გადამდგარი გახარიას პოლიტიკური აღსასრული.

„სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ნიკა მელიას პოლიტიკური კრახია, უმეტესად ეს არის მელიასთვის გადამდგარი გახარიას პოლიტიკური აღსასრული. მარტივად არის საქმე - მაზაკვალი იძახდა, რომ იმ დროს და იმ მოცემულობაში მელიას დაკავება არ შეიძლებოდა. ამის გამო გადადგა. დღეს სტრასბურგი ამბობს, რომ ეს დაკავება სრულიად კანონიერი იყო. სტრასბურგმა გახარიას უთხრა, რომ არის ლუზერი, ქართველი ხალხი კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მოღალატე არაკაცია," - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×