
ერთიანობა ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს, ერთად უნდა იმუშაოთ - ასე მიმართა საქართველოში ჩამოსულმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ქართველ პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებას. ბორელის თქმით, 12 რეკომენდაცია ბრიუსელის სიამოვნებისთვის კი არ უნდა შეასრულოს საქართველომ, არამედ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესოს.
ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირისგან იღებს დახმარებას, რათა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გააძლიეროს. 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს ევროკავშირის მოსაზრებით, ეს უნდა შესრულდეს არა იმიტომ, რომ ბრიუსელს ასიამოვნოთ, არამედ იმიტომ რომ გააუმჯობესოთ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება. საქართველოს მოსახლეობა 80 პროცენტს უნდა ევროკავშირის წევრობა. მე ვხედავ ევროკავშირის დროშებს ქალაქში.
ამ მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად ყველამ ერთად უნდა იმუშაონ, კონსტრუქციულად, ერთობლივად, ერთიანობა ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. მე ხვალ შემხვდები პრეზიდენტს , პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვისაუბრებთ პროგრესზე და იმ სამუშაოზე რომელიც კიდევ არის გასაკეთებელი. საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს მცირე დრო იმისთვის რომ შეასრულოს რეფორმები და გაითვალისწინოს რეკომენდაციები.
საქართველოა ევროკავშირისგან იღებს დახმარებას. ევროკავშირის ინვესტიციები იზრდება საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძლიერი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით . საქართველოს გაწია მნიშვნელოვანი საქმე ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაში . აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს. ჩვენ დაახლოებით 60 მილიონი ევროს დახმარებას გაწვდით, რათა გავზარდოთ თქვენი არმიის მედეგობა". - განაცხადა ბორელმა.