რეზონანსი
07.09.2023

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს არ აქვს მინიშნება, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრონის ნამსხვრევები გამოწვეული იყო რუმინეთზე რუსეთის განზრახ თავდასხმით.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მიერ განზრახ თავდასხმაზე და ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ეს ცხადყოფს ინციდენტების რისკებს. გამოძიების შედეგის მიუხედავად, რაც ჩვენ ვნახეთ, რა თქმა უნდა, არის საბრძოლო მოქმედებები და ასევე საჰაერო თავდასხმები ნატოს საზღვრებთან ახლოს", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×