რეზონანსი
07.09.2023

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პოზიციას, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წელს გაფართოებისთვის.

„დაუღალავად ვმუშაობდით ამ მიზნისთვის. მოხარული ვარ, რომ წევრი ქვეყნები ასევე იწყებენ მოძრაობას და პოლიტიკურად მობილიზაციას, მზად არიან პოლიტიკური ინვესტიციებისთვის, რათა ევროკავშირს 2030 წელს ახალი წევრები ჰყავდეს", - აღნიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად. შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომავალ წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ რეფორმების განხორციელება, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ და თავიანთი საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან თავსებადობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×