რეზონანსი
07.09.2023

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკვე თბილისშია. ჟოზეფ ბორელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დაიწყებს. ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ამ კონტექსტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ასევე გლობალური უსაფრთხოების საკითხები - ეს არის თემები, რასაც ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ.

ჯოზეფ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.

უმაღლესი რანგის შეხვედრები მას პრემიერთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან ექნება. აუდიენცია შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც. დღეს საღამოს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი პირველ კომენტარს მედიისთვის გააკეთებს.

ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×