რეზონანსი
06.09.2023

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში 10 წლის ნატალიას შესახებ წერს, რომელმაც უმძიმესი ონკოლოგიური დაავადება დაამარცხა:

„ეს ულამაზესი ბავშვი 10 წლის ნატალიაა. მან უმძიმესი ონკოლოგიური დაავადება ათობით ქიმიისა და მრავალი ოპერაციის შემდეგ სულ ახლახან დაამარცხა. არ ვიცი, როგორ გითხრათ, მაგრამ ამ პატარა ბავშვმა უმძიმესი, უსაშინლესი გზა გაიარა, გადარჩა და დღეს თავისი ფეხით მინახულა. დამპირდა, რომ წლების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი გახდება და ყველა ონკოლოგიურ პაციენტზე იზრუნებდა. როგორ არ უნდა შეგიყვარდეს“,  – წერს გიორგი ღოღობერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×