რეზონანსი
05.09.2023

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, მოსკოვი არ ეთანხმება სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თეზისებს რუსი სამშვიდობოების მისიის ჩავარდნის შესახებ

„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, ვაფასებთ მის და პრეზიდენტ პუტინს შორის სამუშაო, ძალიან კონსტრუქციულ ურთიერთობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები კვლავაც იქნება ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გარანტი. მაგრამ ჩვენ ვერ დავეთანხმებით ბატონი პრემიერის ამ თეზისებს. რუსეთი ამ რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ვერსად წავა. რუსეთი სომხეთს ვერ დატოვებს", - განაცხადა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთში უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის პატრიოტი მოქალაქეა და ღირსეული წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×