რეზონანსი
05.09.2023

როცა მოწყდა ის ამომრჩეველს და დაიწყო ამ ამომრჩევლის ლიდერის გინება, დაემართა პოლიტიკურად ის, (დაბალი რეიტინგი) რაც დაემართა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ბარამიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის Facebook-პოსტს.

„გაფრთხილებაა, ეს არ არის დამუქრება. გიგა ბოკერიასაც თავისი კონკრეტული ამომრჩეველი ჰყავდა, როცა ის ჩვენს პარტიაში იყო, როგორც ერთ-ერთ წევრს. როცა მოწყდა ის ამომრჩეველს და დაიწყო ამ ამომრჩევლის ლიდერის გინება, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ამომრჩეველი შეექმნა, ამიტომ დაემართა პოლიტიკურად ის, (დაბალი რეიტინგი) რაც დაემართა", - აცხადებს ბარამიძე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა. მისი თქმით, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება. ამას გამოეხმაურა თავად „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეც. გიგა ბოკერიას თქმით, როცა შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×