რეზონანსი
05.09.2023

სამტრედიაში ბურთის ფორმის ძეგლი დაიდგა, რომელსაც არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის პოლიტიკური. ცნობილი ფაქტია, რომ სამტრედია თბილისის მერის კახა კალაძის მშობლიური მხარეა და აღნიშნული ფაქტი ცხადია, მის ოჯახს დაუკავშირეს, თუმცა კითხვაზე, დაიდგა თუ არა აღნიშნული ძეგლი კახა კალაძის მამის, კარლო კალაძის პატივსაცემად, თბილისის მერი პასუხობს, რომ ბურთის ფორმის ძეგლი ფეხბურთის მოყვარულთა კერძო ინიციატივით დაიდგა და მის ოჯახს ამ ინიციატივასთან არანაირი შეხება არ აქვს

ამ ფაქტს თავად ამ ინიციატივის ავტორი შორენა ამაღლობელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„მოგესალმებით . ამ წერილს ვწერ მე, შორენა ამაღლობელი ქალაქ სამტრედიის შესასვლელთან ჩემ მიერ დადგმული ბურთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო. ეს ბურთი მე დავდგი სამტრედიის შესასვლელთან საკუთარი ხარჯით და ამით ჩემი კეთილგანწყობა გამოვხატე ჩემი ადგილის დედის-სამტრედიისა და იქ მცხოვრები, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, ადამიანების მიმართ. ბურთი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უყვართ და აფასებენ სამტრედიაში ფეხბურთს!

წლების წინ ეს პატარა ქალაქი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში. კარგია, რომ დღის თემა პატარა ქალაქში დადგმული ბურთი გახდა, რადგან ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რამდენად დიდი სპორტული ისტორია აქვს ჩემს მშობლიურ სამტრედიას" - დაწერა შორენა ამაღლობელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×