რეზონანსი
04.09.2023

მე ძალიან მძაფრად მიკრიტიკებია სალომე ზურაბიშვილი, შეიძლება ითქვას ზღვარგადასულად მძაფრადაც კი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის გამო პრეზიდენტს საჯაროდ ბოდიშიც მოუხადა.

„მეგონა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის ნების შემსრულებელი და არ იზრუნებდა საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე. მოხდა პირიქით, რაც მე ძალიან მახარებს და ამის გამო მე მას საჯაროდ ბოდიშიც მოვუხადე. სხვები არ ვიცი - „ნაციონალური მოძრაობა" ყველაფრის მკადრებელი რომ არის ვიცით და ამ პარტიას სინამდვილეში არც ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია ადარდებს და არც არაფერი. მათი გულწრფელობის არ მჯერა", - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×