რეზონანსი
04.09.2023

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის ახალი წესი გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ზუსტდება და ახლებურად რეგულირდება პარლამენტის სასახლეში შესასვლელი საშვის დაშვებისა და სასახლეში შესვლის პირობები, პარლამენტის სასახლის ვიზიტორთა ქცევის წესს და მისი დარღვევის შედეგები, მოსალოდნელი საფრთხის მიხედვით უსაფრთხოების სხვადასხვა დონე.

„ეს წესი არის განახლებული წესი, რომელიც მანამდეც არსებობდა და მისი მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე პარლამენტის სასახლეში შემოსვლის წესი, საშვის დაშვების წესი, ვიზიტორების შემოსვლა, ავტომანქანით შემოსვლა და ყველა ეს საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იყო ერთ სისტემატიზირებულ მდგომარეობაში მოგვეყვანა, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ბრძანება მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან ამოქმედდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×