რეზონანსი
04.09.2023

„ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ მათ ასი ხმა არ აქვთ, ამიტომ ეს არის მათ მიერ წამოწყებული ავანტიურა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საერთაშორისო მხარდაჭერა ექნება საქართველოს პრეზიდენტს იმიტომ, რომ ვინც არღვევს კონსტიტუციას ეს არის საქართველოს ხელისუფლება და ამ კონტექსტში გააძლიერებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროცესი რუსული ქაოსის შესაქმნელად და კანდიდატის სტატუსის კიდევ ერთი დაბრკოლების შესაქმნელად. მე ვერ გეტყვით „ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულებას", - განმარტა ხატია დეკანოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×