რეზონანსი
04.09.2023

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია და ევროპიდან ღიმილიანი ფოტოები გამოაგზავნა. ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს ასე დასცინის, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არ მოქმედებს.

„სალომე ზურაბიშვილმა გაგვაგებინოს, რომელი ქვეყნის კონსტიტუციით მოქმედებს, ან იქნებ, მიუღებელი კონსტიტუცია აქვს, თავად დაწერა და როგორც უნდა, ისე ირგებს. მისი დამოკიდებულება კითხვებს ბადებს - ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა და ევროპას მადლობა გადაუხადა, სტატუსი რომ არ მოგვეცითო. ამის შემდეგ რამდენჯერმე საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია და ევროპიდან ღიმილიანი ფოტოები გამოაგზავნა. ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს ასე დასცინის", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×