რეზონანსი
03.09.2023

მოლდოვის პრეზიდენმა, მაია სანდუმ რუსული ძალების მიერ ოდესის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო.

როგორც მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს, მოლდოვა განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის სასტიკ თავდასხმას ოდესის რეგიონში საპორტო ინფრასტრუქტურაზე. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ინფრასტრუქტურის ყველა განადგურებაზე. ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა. მოლდოვა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით", - წერს მაია სანდუ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები ოდესის რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 22 უპილოტო საფრენი აპარატი. დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამო ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×