რეზონანსი
03.09.2023

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში ქალაქ ბლენდონში პოლიციელებმა ორსულ ფერადკანიან ქალს მას შემდეგ ესროლეს, რაც მან უარი თქვა მანქანიდან გადმოსვლაზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა  სასურსათო მაღაზიასთან მოხდა. 21 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, პოლიციელები ცდილობდნენ მის დაკითხვას, მაღაზიაში ქურდობის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით.

პოლიციის ინფორმაციით, გასროლის შემდეგ ისინი ცდილობდნენ ქალის სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ვერც ქალი და ვერც მუცლადმყოფი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც ოპერაციას ატარებდნენ დაკავებულები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×