რეზონანსი
02.09.2023

ხულოს რაიონ სოფელ წაბლანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა დღეს დილით მოხდა.ხის სახლი, რომელშიც სამსულიანი ოჯახი ცხოვრობდა, ეზოში მდებარე სხვა ნაგებობებთან ერთად, სრულად დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განაცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

წყარო: "ბათუმელები"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×