რეზონანსი
02.09.2023

საპენსიო სქემა და სიახლე - ახალი პროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩება.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ დასაქმებულების დაგროვებით პენსიას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

"დანაზოგებს აბსოლუტურად არაფერი არ ემუქრება, დაგროვებითი პენსია როგორც მუშაობდა, ისე იმუშავებს აქტიურად. თუმცა, 2018 წელს მიღებული კანონით იყო გათვალისწინებული 5 წლიანი პერიოდი, რათა შემდეგ თვითონ ბენეფიციარებს აერჩიათ, თუ რომელ პაკეტში გადაეტანათ თავის დანაზოგი. სავალდებულო თანხის გადატანა არ არის, რჩება ნებაყოფლობითი. ანუ, ბენეფიციარს, ვინც არის მოსარგებლე, მას შეუძლია მიმართოს დაგროვებითი პენსიის სადაზღვევო ფონდს და იქ დაწეროს განცხადება თუ მას სურვილი აქვს. თუ მას სურვილი არ აქვს, ყველა ბენეფიციარი რჩება ისევ დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის 1 იანვრამდე. სახელმწიფო არის გარანტი და ეს საპენსიო ფონდი, რომ მათ გაუგრძელდებათ თანხების დაგროვება დაბალ რისკიან პორტფელში," - აცხადებს ზაზა ლომინაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×