რეზონანსი
02.09.2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 მარტს, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ძ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც გამოიკვეთა, რომ ბრალდებული კავშირში იყო ქურდული სამყაროს წევრებთან და მათი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებს, აქტიურად მონაწილეობდა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების ქურდული წესით გადაწყვეტაში.

აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ძ.-ს ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×