რეზონანსი
02.09.2023

ჩვენ ვუპირისპირდებით იმ რისკს, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ, ჩვენი აზრით, საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დამაზიანებელ განცხადებებთან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მან პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის წარდგენაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვუპირისპირდებით იმ რისკს, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენი აზრით, საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის დამაზიანებელ განცხადებებთან. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ვინ გაიზიარებს და ვინ რა პოზიციაზე დადგება. ესაა მთავარი ამოცანა და არა ის, რეზულტატიანი აღმოჩნდება თუ არა კენჭისყრა, რომელმაც იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კონსტიტუციის მწყობრად დაცვის გზით, საგარეო პოლიტიკა ასე უნდა იგეგმებოდეს და მთავარი ამოცანა რაც გვაქვს, კანდიდატის სტატუსი იყოს მოპოვებული, სწორად უნდა დაიგეგმოს და არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ამას ხელი შეუშალოს", - განაცხადა სარჯველაძემ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×