რეზონანსი
02.09.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ბოლო ქმედება პრაქტიკულად იყო საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა სახელმწიფოსთვის და ქართველი ხალხისთვის.

„ამაზე რომ არ მოხდეს რეაგირება, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციის შეურაცხყოფა. ეს არის სამწუხარო და ეს არავის უხარია, მაგრამ ყველაფერი გააკეთა თავად სალომე ზურაბიშვილმა, რომ საქმე მისულიყო იმპიჩმენტამდე", - აცხადებს მაჭარაშვილი.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×