რეზონანსი
01.09.2023

რამდენიმე დღის წინ, ისრაელის საზღვართან გარდაცვლილ გიორგი გიორგობიანს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ.

ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძემ გაავრცელა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ახალგაზრდა კაცი, გიორგი გიორგობიანი მოულოდნელად გარდაიცვალა.

„გლოვობს ჩემი ქუთაისი, (უბანი გორა) გარდაიცვალა გიორგი გიორგობიანი. სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდა... მიწისთვის მენანები... ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს... ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე...", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

უწყების ცნობით, გიორგობიანის ცხედარს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×