
2023-2024 სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. იქამდე კი შემდეგი ოფიციალურად უქმე დღეებია, რა დროსაც მოსწავლეებიც დაისვენებენ:
14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი - გიორგობა
7 იანვარი - შობა
19 იანვარი - ნათლისღება
3 მარტი - დედის დღე
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ზამთრის ადადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
საგაზაფხულო არდადეგები კი ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისსაა. შესაბამისად, მოსწავლეები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2023-2024 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას. თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება. 2024 წელს 15 ივნისი შაბათ დღეს ემთხვევა, შესაბამისად სასწავლო წელი 14 ივნისს დასრულდება.
mshoblebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე