რეზონანსი
31.08.2023

წამსვლელი წავიდეს, თუ ვინმე იმისთვის არის ამ პარტიაში, რომ პარტიას ავნოს, მიბრძანდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას ფრთის წარმომადგენლები პარტიის დატოვებას განაგრძობენ. როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა" ძლიერდება და დადგმული სცენარები პარტიას არაფერს დააკლებს.

„დღეს პარტიიდან წასვლის კვირეული დაიწყო ალბათ და მერე პარტიის შექმნის კვირეულს გამოაცხადებენ. უკეთესი იქნება, ყველამ თავის საქმეს მიხედოს. იმედა კევლიშვილმა უკვე მეორედ დატოვა პარტია, იანვრის ბოლოს, როდესაც მას იგივე სტატუსი ჰქონდა გამზადებული, უბრალოდ, ფრაქცია ეწერა მაშინ, ახლა ჩაანაცვლა პარტიით. მაშინ არ მისცეს უფლება, რომ პარტიიდან წასულიყო. მთავარი არის ერთი რამ: როგორც ჩანს, ვიღაცას არ მოსწონს ჩვენი აქტიურობა, მაგალითად, კახეთში. ყველა ადამიანი „ნაციონალური მოძრაობისთვის" ღირებულია, მაგრამ თვითონაც არ ახსოვდა, რომ პარტიის წევრი იყო და დღეს უთხრეს, ეს განცხადება გაეკეთებინა. ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება, წამსვლელი წავიდეს, თუ ვინმე იმისთვის არის ამ პარტიაში, რომ პარტიას ავნოს, მიბრძანდეს", - განაცხადა ბოტკოველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×