რეზონანსი
31.08.2023

ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა", როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ნაცმოძრაობის" შიგნით არის რამდენიმე დაჯგუფება. გარდა ამისა, მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ძალიან სუსტი და აქვთ იმედი, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. შესაბამისად, ეს ბრძოლა გრძელდება და ეს ძალიან კარგია. რაც უფრო მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები, მით უფრო დაიკლებს ამ პარტიის რეიტინგი. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა", როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის რისკფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის. ასე რომ, ძალიან კარგი მიმართულებით წარიმართება ეს პროცესები", - აღნიშნა კობახიძე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, იმედა კევლიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. მისი განცხადებით, პარტიაში განსხვავებული აზრი მიუღებლად ითვლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×