რეზონანსი
30.08.2023

თბილისში უამინდობამ პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელდა სამშენებლო კომპლექსი „არქის“ ახალ კორპუსში გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს რომ წყალმა კორპუსი ერთიანად ჩარეცხა. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მოხდა სახლების დაზიანება და ქუჩების დატბორვაო,  რა დროს ქართული და გრამატიკული მეტყველებაა, მაგრამ სტიქია მძვინვარებს და რას წელავთ სათქმელს - დაზიანდა სახლები  და დაიტბორა ქუჩები, მორჩა, წესი წესია და ისა კიდე, ვენაცვალე კომუნისტების აშენებულ სახლებს, ხელი არ ახლოთ "ხრუშჩოვკებს", ეგ კიდევ ბევრ ქარტეხილს გაუძლებს "არქებს" მიხედეთ...“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×