რეზონანსი
29.08.2023

მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვია ტრაგედიის დროს ოჯახის 9 წევრი დაკარგა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„დედაჩემი თავს იკლავს შიმშილობით.

მამაჩემი ამაზე ნერვიულობით, თან ჩამოსაწერი აქვს რა “დავკარგეთ” შოვში ღვარცოფის შედეგად.

მე პირადად ცხრავე მიცვალებული გულდასმით მყავს დათვალიერებული პროზექტურაში (10 გვამამდე სხვაც დავათვალიერე ჩემების ძებნაში), ორგანიზებაც მე გავუწიე დაკრძალვის თემებს, ყველაფერთან ერთად.

ეხლა ვზივარ სახლში და ყველაფერ ნანახს ვამატებ ამ ორი ადამიანის ტანჯვას. ანუ თქვენი გეგმაც ესაა, ჯერ ამათაც ვუყურო და მერე მეც მომიშოროთ? ეგრე დაგავალეს? ეგრე მოიფიქრეთ? თუ არა და თქვენ თუ ვერ მოდიხართ ფსიქოლოგი მაინც გამოგვიგზავნეთ თუ გული შეგტკივათ ჩვენზე….

ძალიან ეჭვი მეპარება ვინმეს ვადარდებდეთ. დღეს მარიამობაა, იქეიფე ერო. საქეიფოდ და დროს სატარებლად გვაქვს ზუსტად საქმე. “დიდგვაროვნებო” რომელი რესტორანი გაქვთ დაჯავშნილი? მეც დამპატიჟეთ შენდობას შევუთვლით ერთად ამოწყვეტილ ოჯახებს.

P.S. ვისაც კიდევ რამის გწამთ, გილოცავთ მარიამობას.

აქვე არ შემიძლია არ ავღნიშნო რუსთავის მერია, ნინო ლაცაბიძე, ოთარ ტატალაშვილი, გვანცა ქემაშვილი - ხალხი, ვინც დამეხმარა ყველაფერში, რაც კი შეეძლოთ. მადლობა გამოჩენილი ადამიანობისთვის” – წერს სოციალურ ქსელში მარიტა გუტაშვილი.

შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. ღვარცოფულმა პროცესებმა გაანადგურა საკურორტო ზონა და 30-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. ამ დრომდე ეძებენ 2 დაკარგულს, სამეძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×