რეზონანსი
28.08.2023

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. მეუფე იაკობმა ქადაგებისას, რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ომი მალე დასრულდება.

„მოვა დრო და უკრაინის ომი დამთავრდება. პირდაპირ გეტყვით, ამას კაცობრიობის განადგურება არ მოჰყვება, მაგრამ ამ ომში გამარჯვებული ევროპის მხრიდან არ მგონია ვინმე იყოს. რუსეთის დამარცხება რომ უნდოდეთ, ალბათ სხვა ძალისხმევას დაატანდნენ და არც გაუჭირდებოდათ. აქ დამარცხებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ერთმანეთის გამოფიტვაზე. ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს დამთავრდება და მორჩება - უფრო დიდი მიზანი ხომ არ არის და უფრო სხვაგან ხომ არ შეიძლება მერე კიდევ ველოდოთ რაღაცას?! იმედია, ეს ომი დამთავრდება, როცა ამას ამერიკა და რუსეთი გადაწყვეტენ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×