რეზონანსი
27.08.2023

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთმა ათობით თვითმფრინავი და ხომალდი ტაივანის მიმართულებით გაგზავნა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის 32 თვითმფრინავი და საზღვაო ძალების ცხრა გემი აღმოაჩინეს. მათგან 20-მა თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი, ან დაარღვია ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა.

საპასუხოდ, ტაივანმა მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი თვითმფრინავები, გემები და სარაკეტო სისტემები.

ჩინეთის ეს ქმედება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ტაივანისთვის 500 მილიონი დოლარის იარაღის მიყიდვას მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×