რეზონანსი
27.08.2023

უკრაინაში წვრთნების დროს ავიაკატასტროფა მოხდა - ჟიტომირის რეგიონის თავზე, წვრთნის დროს, ერთმანეთს უკრაინის ორი საბრძოლო თვითმფრინავი შეეჯახა. ინფორმაციას გამოძიების სახელმწიფო ბიურო ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად 3 პილოტი დაიღუპა.

მათი განცხადებით, L-39-ის ტიპის ორი საჰაერო ხომალდი ერთმანეთს 25 აგვისტოს შეეჯახა. თვითმფრინავების ნამსხვრევები კერძო სახლების ეზოებში, ერთმანეთისგან 300-მდე მეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

გამოძიების სახელმწიფო ბიურომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, რომლითაც უნდა დადგინდეს რა მდგომარეობაში იყო თვითმფრინავები და იყო თუ არა დაცული ყველა წესი ფრენის შესრულებამდე.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა.

"გუშინ ჟიტომირის რეგიონის ცაზე კატასტროფა მოხდა, სამი პილოტი დაიღუპა, მათ შორის იყო ანდრეი პილჩშიკოვი. ის იყო უკრაინელი ოფიცერი, ერთ-ერთი ვინც ძალიან დაეხმარა ჩვენს ქვეყანას. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს, ყველას, ვინც ბიჭებს იცნობდა. მომხდარზე გამოძიება გრძელდება, ჯერ ნაადრევია დეტალებზე საუბარი რა თქმა უნდა, ყველა გარემოება გაირკვევა, რა თქმა უნდა, უკრაინა არასოდეს დაივიწყებს მათ, ვინც იცავდა უკრაინის თავისუფალ ცას", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×