რეზონანსი
27.08.2023

რამ­დე­ნი­მე დღეა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ჩაც­მის სტი­ლის გამო, ერთი ქალი მე­ო­რეს შე­ნიშ­ვნას აძ­ლევს, რაც სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი აკ­რი­ტი­კებს იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მის­თვის უც­ნობ მო­ქა­ლა­ქეს აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე შე­ნიშ­ვნას აძ­ლევს, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლებ­საც სხვაგ­ვა­რი მო­საზ­რე­ბა აქვთ. მათ შო­რის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი რო­მან დო­ლი­ძეა, რო­მე­ლიც ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერილს აქ­ვეყ­ნებს.

"ვი­დეო სხვა­დას­ხვა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით რომ არ გავ­რცელ­დეს, აქვე და­ვურ­თავ: შე­ნიშ­ვნა ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა იყოს, უად­გი­ლო, უმი­ზე­ზო, უსა­მარ­თლოც კი, რა­მაც თა­ვის­თა­ვად შე­იძ­ლე­ბა გული გვატ­კი­ნოს, მაგ­რამ ხში­რად ჩვე­ნი რე­აქ­ცია, სი­ტყვა და საქ­ცი­ე­ლი ჩვენს ში­ნა­გან კულ­ტუ­რა­ზეც მე­ტყვე­ლებს.

ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა ჩა­იც­ვას და გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს ისე, რო­გორც მას სურს, მაგ­რამ ამ ში­ნა­გან­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბამ არ უნდა გა­ი­ა­როს, არც ერთი მხა­რის და მით უფრო, უფ­რო­სი თა­ო­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ზე!

კარ­გად მეს­მის, რომ მე არ ვა­კე­თებ “პო­პუ­ლა­რულ” გან­ცხა­დე­ბას, მაგ­რამ ეს უკა­ნას­კნე­ლი ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს, რად­გან ყო­ველ­თვის ვამ­ბობ იმას, რა­საც ვფიქ­რობ და რი­სიც მჯე­რა. რო­გო­რი მი­უ­ღე­ბე­ლიც არ უნდა იყოს ოპო­ნენ­ტის აზრი, სა­შინ­ლად არ მომ­წონს სა­უბ­რის ის ტონი და ლექ­სი­კა, რო­მელ­საც ამ კონ­კრე­ტულ ვი­დე­ო­ში ვის­მენ!

და დიახ! არ მინ­და, ჩემი შვი­ლი ასე იქ­ცე­ო­დეს", - წერს რო­მან დო­ლი­ძე.

ვიდეოს ნახვა შეგიძლია ამ ბმულზე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×