რეზონანსი
25.08.2023

ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ადამიანებს ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევაში. ის გვასწავლის და მიგვითითებს, რომ არ შეიძლება, ადამიანს მოსთხოვო ის, რაც მას არ გააჩნია ან არ ესმის. ქორწინების ხასიათი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. კერძოდ, დაბადების მომენტზე, წელზე, საათზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე და ასე შემდეგ. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითადი მიმართულების განმსაზღვრელია, მაინც მეუღლეთა დაბადების წელია. 

ამის მიხედვით, აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები აღიქმებიან როგორც ძლიერი პიროვნებები, ქალები კი – კეთილშობილები. ვირთხის, გველეშაპისა და მაიმუნის წელიწადში დაბადებული მამაკაცები, უცნაურები არიან, ხოლო ქალები – დამოუკიდებლები. კატის, თხისა და ტახის წელიწადში დაბადებული მამაკაცები სიმშვიდით გამოირჩევიან, ხოლო ქალები – პრაგმატულობით. ხარის, გველისა და მამლის წელიწადში დაბადებული მამაკაცები ენერგიულები არიან, ქალები კი – მეომრული სულისკვეთებით ხასიათდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×