რეზონანსი
24.08.2023

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი" ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის" ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ჰ.გ.ჯ.-ს, როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ერთ შეფუთვად დაფასოებული 45,31 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი" აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეს, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მოწყობილ სამალავში ჰქონდათ განთავსებული.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×