რეზონანსი
24.08.2023

2023 წლის განმავლობაში, 4 სახიფათო პერიოდს გადის დედამიწა. ასტროლოგები ასახელებენ, რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და რისი გაკეთება შეგვიძლია. 

1-იდან 18 იანვრამდე;

21 აპრილიდან 15 მაისამდე;

23 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით;

13-იდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

ორი სახიფათო პერიოდი უკვე ჩავლილია, ახლა მესამე დაიწყო. 21/23 აგვისტოდან -15/17 სექტემბრამდე რეტროგრადული მერკურის მესამე პერიოდია:

2023 წლის განმავლობაში, ეს არის პლანეტა მერკურის მესამე დროში მოგზაურობა. 23 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე რეტროგრადულია, იწყებს უკუსვლას ქალწულის ნიშანში, ის უკანსვლას ასრულებს "მინდების და ფასეულობების" პლანეტა ვენერასთან ერთად, ამიტომ განსხვავებული, უფრო მკაფიო მესიჯი მოაქვს.

ყველაზე დიდი გავლენა მერკურიანელებსა და მერკურის მართვის თემებს შეეხება, თუმცა არ დაგვავიწყდეს, პლანეტა ვენერაც ჩართულია ამ ფერხულში 5 სექტემბრამდე, შესაბამისად, პირად-სასიყვარულო სფეროსაც მოიცავს.

მერკურის რეტროგრადულობა შესაძლოა აისახოს ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც კავშირშია კომუნიკაციებთან, შუამავლობასთან, ინფორმაციის გაცვლასთან, სწავლის პროცესთან, ურთიერთობებთან, ტექნიკასთან და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამასთანავე "ყოფილების" უკან მობრუნების საერთაშორისო კვირეულია... 

რეტროგრადული მერკურის დროს გაითვალისწინეთ:

მნიშვნელოვანი საბუთები ხელმოწერამდე რამდენჯერმე გადაამოწმეთ.

ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, კარგად დაფიქრდით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის, მოლაპარაკებების, ახალი პროექტების წამოწყებამდე (ან გადადეთ სამომავლოდ).

თუ გინდათ რომ ტექნიკამ დიდხანს და გამართულად იმუშაოს, ნუ შეიძენთ ამ პერიოდში, მაგრამ კარგი დროა მათი შეკეთებისთვის!

მარკეტინგთან, პიართან, რეკლამასთან დაკავშირებული საქმიანობა განსაკუთრებით აკონტროლეთ და გადაამოწმეთ ყოველგვარი ინფორმაცია.

გონებას უჭირს ამ პერიოდში ინფორმაციის ათვისება, ამიტომ არ გირჩევთ სასწავლო საკითხების ამ დროს წამოწყებას, მაგრამ ეფექტურია უკვე მიღებული ინფორმაციების განახლება, გადახედვა.

გადაამოწმეთ და მწყობრში მოიყვანეთ საბუთები, ხელშეკრულებები, ბანკთან დაკავშირებული ოპერაციები.

განაახლეთ ძველი საქმიანობა, პროექტები, რომელიც გარკვეული მიზნით გადადებული ან სულაც მივიწყებულიც გქონდათ.

არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში მგზავრობა.

აღადგინეთ ძველი კონტაქტები, რომელიც ფიქრობთ რომ ღირებულია! მაგრამ ალკოჰოლის მიღებამდე, გირჩევთ „ყოფილის“ ნომრის წაშლას  

მოინახულეთ მივიწყებული ადგილები, რომლების მონახულებაც სიამოვნებას განიჭებდათ.

სცადეთ ის, რაც არ გამოგდიოდათ აქამდე.

გამოიყენეთ შემდეგი მინერალური ქვები: ზურმუხტი, საფირონი, თურმალინი, ობსიდიანი, კვამლიანი კვარცი.

არომათერაპიიდან გამოიყენეთ: ფორთოხალი, იმბირი, პაჩული, გერანი.

სიმბოლოებიდან გირჩევთ ბუს სიმბოლოს გამოყენებას.

ყიდვა-გაყიდვის სფეროში ხელსაყრელია ეს პერიოდი იმ პროდუქციის ამოსაყიდად, რომელიც არ იყიდებოდა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×