
ელექტრონული სისტემით 2024 წლის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში ვნებათაღელვა არ ცხრება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ელექტრონული სისტემის შემოღება არ არის გარანტია იმისა, რომ არჩევნების გაყალბება არ მოხდება და რომ "ქართული ოცნების" პირობებში ელექტრონული არჩევნები ყველა რისკს ვერ დააზღვევს.
ოპოზიციის მოსაზრებას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში და დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია, რომელიც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიას თავისივე მოთხოვნილი და მხარდაჭერილი საკითხით იწყებს, გარდაუვალი მარცხისთვის არის განწირული, როგორც არჩევნებში, ასევე ასეთ კამპანიებში.
"2020 წელს ვიხილეთ, როგორ ხდებოდა არჩევნების ცალყბად აღიარებადა მეორე მხრივ კრიზისის ხელის შეწყობა, მაგრამ, ვერცერთი ქაღალდი, ვერცერთი დოკუმენტი, ჩვენება ვერ იქნა მოტანილი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა.
"ყველა მიუთითიებდა, რომ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემა თუ იქნებოდა, მაშინ არჩევნების გაყალბებისა და შედეგების მყისიერი გამოცხადების პრობლემა აღარ იქნებოდა. ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო.
"ელჩმა გააკეთა განცხადება, შემდეგ ამას ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაყოლა განცხადება, რა თქმა უნდა ახლა მესამე, მეოთხე მიაყოლებს და წინასწარ დაიწყება ხალხში იმ აზრის მუსირება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყაბებულია"- აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქადაგიშვილი.
"ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ცრუ ნარატივებით პოლიტიკური ჯგუფები წინასწარ ხვდებიან გარდაუვალ მარცხს და ვერც ელექტრონული და ვერც არაელექტრონული არჩევნებით რადიკალური ოპოზიცია ხელისუფთლებაში ვერ მოვა. ცესკო კი მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს რომ პოლიტიკური მიზნებისგან გამომდინარე არ დააზიანონ მნიშვნელოვანი ისტორიული საარჩევნო პროცესი.
რამდენად სანდოა ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარება და შედეგის დათვლა ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების ელექტრონულ სისტემას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ხარვეზები, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არჩევნების ელეტრონული სისტემთი ჩატარების დროს გაყალბების საფრთხე ნაკლებია.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ საყოველთაო არჩევნების ჩატარება ტექნოლოგიის გამოყენებით გარკვეულ რისკებს შეიცავს და ეს დაქვემდებარებულია როგორც ტექნიკურ, ისე პოლიტიკურ ასპექტებთან.
"ოპოზიციის გარკვეულ კრიტიკას და შენიშვნებს არ ვეთანხმები. გიორგი ვაშაძე ყოველ წელს თავად მოუწოდებდა ელექტრონული სისტემით ჩატარებულიყო არჩევნები. გარკველი რისკები არსებობს, მაგრამ ქვეყანა ოდესმე ხომ უნდა გადავიდეს ცივლიზებულ მეთოდებზე.
"რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული იქნება პირველ ეტაპზე არჩევნების ჩატარება, რადგან ტექნიკური ელემენტები შემოდის. რაც შეეხება პოლიტიკურ ელემნეტებს, ეს ყველა არჩევნების დროს არსებობს, ყველა ქვეყანაში და არა მხოლოდ საქართველოში.
"როგორ იქნება კონფიგურაცია, ოპოზიცია როგორ დაჯგუფდება, როგორ ჩაატარებენ ამ არჩევნებს პატიოსნად, თუ ამ სისტემას გამოიყენებენ მანიპულაციისთვის, ჯერ არ ვიცით, მაგრამ 2024 წლის არჩევნები იქნება ძალიან საინტერესო. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ "ქართული ოცნება" არათუ ამ არჩევნებში, არამედ 2030 წლის არჩევნებში აპირებს იყოს ხელისუფლებაში, ალბათ პირველ ადგილზე გავა, მაგრამ 50%-ს ვერ აიღებს. ჩემთვის სინტერესოა ვინ ეყოლება პარტნიორი"- განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პროგრამა რომელიც შეადგინა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, საკმარისი გარანტიაა იმისა, რომ ვენდოთ მათ პროფესონალიზმს.
"დიდი მნიშვნელობა აქვს პროგრამის შემდგენელთა მიერ სანდოობას. ვფიქრობ, რომ ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შექმნილი სისტემა, როგორიც არის "სმარტმატიკი", რომელსაც ბევრ ქვეყანაში აქვს გამოყენებული თავისი პროგრამა, საიმედოობა ძალიან მაღალია, მანიპულირების საფრთხე დაბალი.
"მე ვიცნობ ამ სისტემას, მქონდა ურთიერთობა ამ სისტემასთან. ვფიქრობ, საკმარისი გარანტიაა იმისა, რომ ვენდოთ მათ პროფესონალიზმს. რეპუტაციის შელახვა მათ არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ მორალურად დააზიანებს. ამ სისტემით სხვადასხვა უბნებეში უკვე ჩატარდა ტესტირება და პრეტენზიები არ ყოფილა"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.