რეზონანსი
23.08.2023

ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ნაცვლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზებისა, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს "რუსული ოცნება", რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა, რაც ყველაზე მოწყვლადს გახდის მას აგრესორ რუსეთთან. ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×