რეზონანსი
23.08.2023

ეს იყო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ მოწვეული არაფორმალური ფორუმი, რომელიც ბალკანეთის და ევროკავშირის თანამშრომლობის 20 წლის თავს ეძღვნებოდა და სადაც 11 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. ეს არ იყო ორგანიზებული ევროკავშირის მხრიდან, - ამის შესახებ საბერძნეთში გამართული სამიტის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ასევე არის ფაქტი, თუ რა ისტერია მოაწყო ამასთან დაკავშირებით რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ რამენაირად ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ჩვენს საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით მავნებლური პროპაგანდა აწარმოოს", - აღნიშნა დეპუტატმა.

ათენში ბერძნული მხარის მიერ დაგეგმილი არაფორმალური სამიტი გაიმართა, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×