|

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში მდებარე კანიონზე, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ელექტრონული აუქციონის შედეგად, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კომპანია „კანიონ 350"-ს შორის 20 წლამდე ვადით ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა გადაწყვეტილებას ადგილობრივი ახალგაზრდების ნაწილი ეწინააღმდეგება. „ძალიან არ მოგვწონს, როდესაც ავთენტურობას უკარგავენ ბუნებას და ამდენი რკინა-ბეტონით ერევიან. დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი ისე რომ არც ბუნება დაზარალდეს და არც სოფლის მაცხოვრებლები", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ბრალდებების საპასუხოდ ინვესტორი კომპანია ამტკიცებს, რომ კანიონზე ავთენტური ბუნების შენარჩუნების მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოები მინიმალურად განხორციელდება და პროექტები ევროსტანდარტების შესაბამისი იქნება. მათივე თქმით, გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით ბალდის კანიონის შექმნამდე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები ჩატარდა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|