|

ათენში მიმდინარე ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წარმომადგენლობის არდასწრების ფაქტს განმარტავს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამიტი არა ევროკავშირის გაფართოებას, არამედ უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება, და სპეკულაციები, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვიეს, არასწორია. „ამა წლის 21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ მისი ორგანიზატორი იყო ბერძნული მხარე. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ ამ ღონისძიებაში როგორც სტუმრები. ღონისძიების ძირითადი თემა იყო არა გაფართოება, არამედ უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ, იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მიიჩნევა, რომ მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ხოლმე ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებული", - განაცხადა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|