რეზონანსი
22.08.2023

ბათუმში, სასტუმრო „ორბი სითის" შენობის 26-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევა დაახლოებით, დილის 8 საათზე მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან.

შნაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×